რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე?
საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ტექნოლოგია და დასვენება – ყველაფერი ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. მაშინ როცა ბუნება ცდილობს წონასწორობის შენარჩუნებას, ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის ეკოლოგიურ ბიომრავალფეროვნებაზე, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჩვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.